ავღანეთში აშშ–ის სამხედრო ბაზასთან თვითმკვლელმა–ტერორისტმა თავი აიფეთქა

© photo: Sputnik / Владимир Родионов / გადასვლა მედიაბანკშიქაბული
ქაბული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაგრამის ავიაბაზასთან თვითმკვლელი–ტერორისტი თავს დაესხა ამერიკელი და ავღანელი სამხედროების ერთობლივ პატრულს. დაიღუპა ხუთი სამხედრო, დაშავდა ექვსი. დაღუპულებისა და დაშავებულების ეროვნება ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ტერორისტმა აშშ–ის შეიარაღებული ძალების ავიაბაზა ბაგრამის სიახლოვეს აიფეთქა თავი, რასაც ხუთი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა, — განუცხადა რაიონის გუბერნატორმა აბდულ შუქურ ქუდუსიმ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“. 

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს,  ბაგრამის ავიაბაზასთან თვითმკვლელი–ტერორისტი დაესხა თავს  ამერიკელი და ავღანელი სამხედროების ერთობლივ პატრულს. დაღუპულებისა და დაშავებულების ეროვნება ჯერჯერობით დადგენილი არ არის. 

სააგენტოს ინფორმაციით, პასუხისმგებლობა ამ აფეთქებაზე უკვე აიღო „თალიბანმა“ და ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „თალიბანის“ განცხადებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 19 ჯარისკაცი და კიდევ რამდენიმე დაშავდა. 

ნატოს შტაბბინა ქაბულში ადასტურებს აღნიშნულ თავდასხმას და აცხადებს, რომ უკვე შეუდგა ინციდენტის გამოძიებას. 

ყველა ახალი ამბავი
0