ფიფას კომიტეტმა ბლატერი და პლატინი ფეხბურთს რვა წლის ვადით ჩამოაშორა

გამოწერა
ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი მიშელ პლატინისთვის 2011 წელს თითქოსდა შესრულებული სამუშაოსთვის ორი მლნ შვეიცარიული ფრანკის უკანონოდ გადარიცხვაშია ბრალდებული.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ ორშაბათს ორგანიზაციის პრეზიდენტს იოზეფ ბლატერსა და ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (უეფა) ხელმძღვანელს მიშელ პლატინის რვა წლის ვადით საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით. 

შვეიცარიის იუსტიციის ფედერალურმა ბიურომ (FOJ) 25 სექტემბერს ბლატერის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ის პლატინისთვის 2011 წელს ორი მლნ შვეიცარიული ფრანკის უკანონო გადარიცხვაშია ეჭვმიტანილი. ფულის გადარიცხვის მიზეზად 1999 წლის იანვრიდან 2002 წლის ივლისამდე პერიოდში პლატინის მიერ თითქოსდა შესრულებული სამუშაოს ჩატარება სახელდება. პლატინიმ განაცხადა, რომ ეს გადარიცხვა კონტრაქტით იყო გათვალისწინებული და კანონთან სრულ შესაბამისობაში განხორციელდა. ოქტომბრის დასაწყისში ფიფას ეთიკის კომიტეტმა ბლატერი და პლატინი ფუხბერთთან დაკავშირებულ საქმიანობას 90 დღით ჩამოაშორა.  

საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 11 პოზიციით უკან დაიხია

გარდა საქმიანობიდან ჩამოშორებისა, ბლატერი 50 ათასი, ხოლო პლატინი – 80 ათასი შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა. 

ფიფას საარბიტრაჟო პალატამ ბლატერისა და პლატინის მიმართ საქმე 23 ნოემბერს ფიფას ეთიკის კომიტეტში შესული მოხსენებების საფუძველზე გახსნა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინოვნიკებს საფეხბურთო საქმიანობის აკრძალვა სიცოცხლის ბოლომდე ემუქრებათ.  

ბლატერი ფიფას 1998 წლიდან ხელმძღვანელობს. ის 29 მაისს მეხუთე ვადით აირჩიეს, ხოლო უკვე 2 ივნისს, ფიფაში კორუფციული სკანდალის აგორების ფონზე, მან თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელის არჩევნები 2016 წლის თებერვალში უნდა გაიმართოს. 


ყველა ახალი ამბავი
0