პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ ქვეყნის ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთთან უვიზო რეჟიმის შემოღებისათვის საჭირო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
"საქართველოსთვის რუსეთთან უვიზო რეჟიმი ისეთივე მნიშნელოვანია, როგორც ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაცია. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ასობით ათასი მოქალაქისათვის, ჩვენი ეკონომიკისათვის და ლარის კურსის სტაბილურობისათვის", – განაცხადა ქართველმა პოლიტიკოსმა.
"ჩვენ საქართველოს მთავრობას ვთხოვთ აქტიურად გადადგას ნაბიჯები ყველა ტექნიკური საკითხის მოგვარებისაკენ, რათა 2016 წლის თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთის საზღვრის გადაკვეთა უვიზოდ შეძლონ", – აღნიშნა კახა კუკავამ.
ამავდროულად, მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ისმის მხოლოდ "სკანდალური განცხადებები". კუკავამ მაგალითისათვის მოიყვანა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი წარმომადგენლის მოსაზრება, რომელმაც გაანცხადა, რომ "საქართველოს არ სჭირდება უვიზო რეჟიმი გაჭირვებულ რუსეთთან".