კუკავა:“საქართველომ აზიიდან იმიგრაცია უნდა შეზღუდოს“

© Бесик Пипия"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა
თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„როცა ერთი სოფლიდან 300 ახალგაზრდა იბრძვის სირიაში, იმ რაიონის გამგებელი, უშიშროების უფროსი პოლიციის უფროსი და პროკურორი, მე თუ მკითხავთ ყველანი ერთად უნდა მოათავსო კამერაში. შეუძლებელია 300 კაცი იმ ხეობიდან გაგეპაროს, სადაც ერთი გამოსასვლელია. ჩათვალეთ, რომ ყველა მათგანი ჩვენმა უშიშროებამ თურქეთის საზღვრამდე გააცილა“–განაცხადა კახა კუკავამ.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველომ აზიის ქვეყნების მხოლოდ ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი უნდა გამოიყენოს, მიაჩნია არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას.

 „მართალია, უკონტროლი იმიგრაცია საქართველოში იმ მასშტაბით არ არის, როგორც ევროპაში. მაგრამ საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ვერაფერს გაწყობს, მანამ სანამ არ ეყოლება ეროვნული მთავრობა, რომელიც აზიის ქვეყნებთან საზღვრებს ჩაკეტავს. იმიგრაცია უნდა შეიზღუდოს და ბინადრობის მოწმობებიც პანტა–პუნტით გაცემაც არ უნდა ხდებოდეს“ –აღნიშნა კახა კუკავამ. 

 მისი თქმით ყველა ქვეყანასთან ერთნაირი პრეტენზია არ შეიძლება საქართველოს ჰქონდეს. 

 “მაგალითად ირანიდან ტერორისტები არ შემოსულან, რადგან ირანის მთავრობა თავის ტერორისტებს თვითონ უვლის“–ირწმუნება კუკავა.

 რაც შეეხება ქართველი ახალგაზრდების საქართველოდან სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად გადასვლას, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი მიიჩნევს რომ ამ საკითხზე უშიშროების სამსახურმა უკეთესად უნდა იმუშაოს.

 „როდესაც მე განვაცხადე რომ საქართველოდან სირიაში ჩვენი ახალგაზრდების გადასვა ხდებოდა, უშიშროების სამსახურმა პირველი რეაგირება ამაზე ერთი წლის მერე მოახდინა.  ვერ ერთი ქვეყნის უშიშროება ვერ მოახდენს ტერაქტის 100%–იან პრევენციას, ტერაქტი ისეთი რამაა, რომ ადამიანმა შეიძება დღეს ჩაიფიქროს და ხვალ ააფეთქოს და ამას უშიშროება ვერ უშველის, მაგრამ უშიშროების სამსახურის ამოცანაა, რომ ქვეყანაში საამისო  ნიადაგი არ  იყოს“–მიაჩნია კახა კუკავას.

 მისი თქმით, სანამ საქართველოს არ ეყოლებს ისეთი უშიშროების სამსახური, რომელიც პაუხისმგებლობით მოეკიდება ტერორისტების მიერ ახალგაზრდების გადაბირების საქმეს, მანამ ამ პრობლემას არაფერი ეშველება.

 „როცა ერთი სოფლიდან 300 ახალგაზრდა იბრძვის სირიაში, იმ რაიონის გამგებელი, უშიშროების უფროსი პოლიციის უფროსი და პროკურორი, მე თუ მკითხავთ ყველანი ერთად უნდა მოათავსო კამერაში. შეუძლებელია 300 კაცი იმ ხეობიდან გაგეპაროს, სადაც ერთი გამოსასვლელია. ჩათვალეთ, რომ ყველა მათგანი ჩვენმა უშიშროებამ თურქეთის საზღვრამდე გააცილა“–განაცხადა კახა კუკავამ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0