თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სხდომის თბილისში ჩატარება კარგია საქართველოსთვის ევროპასთან ინეგრაციის თვალსაზრისით, მიაჩნია ექსსპერტ გია ხუხაშვილს.
„ასეთი საერთაშორისო შეხვედრების თბილისში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს როდესაც ევროპაზეა საუბარი. ეს არის საქართველოს ევროპასთან ინტერგაციის თუნდაც სიმბოლური, მაგრამ მაინც ინტეგრაციის მიმანიშნებელი ღონისძიება“–აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სხდომა თბილისში 2016 წლის 1–5 ივლისს გაიმართება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. საპარლამენტო ასამბლეის სხდომის მუშაობაში 57 ქვეყნის 700-მდე პოლიტიკოსი მიიღებს მონაწილეობას.
„აღნიშნული ღონისძიება, პოლიტიკური დონისა და მასშტაბის გათვალისწინებით უპრეცედენტოა, შესაბამისად, მთავრობა და პარლამენტი ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად ეფექტურად და კოორდინირებულად ითანამშრომლებენ“, – დასძინა ღარიბაშვილმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გავლენიანი საერთაშორისო ფორუმია, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მსოფლიოში მიმდინარე აქტიურ საკითხებს განიხილავს. ასამბლეის ფარგლებში ევროპის საბჭოში შემავალი 47 დემოკრატიული სახელმწიფოს წარმომადგენელი ურთიერთთანამშრომლობას უწყობენ ხელს.