თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა საქართველოსთვის მეზობლებთან კავშირის გაწყვეტის საფუძველი არ არის, განაცხადა სამხედრო–ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა.
„თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ მეზობელ სახელწიფოებთან სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა უნდა გაწვიტოს მათ შორის თურქეთთან, რომელიც ნატო–ს წევრია. თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან საქართველო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90–იანი წლების ბოლოდან საკმაოდ ნაყოფ თანამშრომლობს “–აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.
„არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა აქვე ისიც გაიხსენა, რომ 2008 წელს საქართველო–რუსეთის ომის პერიოდში რუსეთსა და თურქეთს „საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა“ ჰქონდათ. მათი ურთიერთობები თურქეთ–სირიის საზღვართან რუსული ავიაბომბდამშენი ჩამოგდებით არ გაფუჭებულა, ამის მთავარი მიზეზი სირიასთან დაკავშირებული სტრატეგიული ინტერესების შეჯახება იყო.
„თურქეთი ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია ცდილობს შეიტანოს თავისი წვლილი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობაში და ამისთვის ის თავის შესაძლებლობებს იყენებს, ხოლო რუსეთმა კი ბაზა განათავსა სირიაში და დაიწყო ბაშარ ასადის ხელისუფლების გაძლიერება“–განაცხადა ირაკლი ალადაშვოილმა.
საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროები სამხედრო მოსამსახურეებისთვის ერთობლივი სასწავლო და საწვრთნელი პროგრამების შემუშავებას იწყებენ.
ამ გადაწყვეტილებამდე საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები — თინათინ ხიდაშელი და ისმეთ ილმაზი (Ismet Yılmaz) სტამბოლში გამართულ სამმხრივ მინისტერიალზე (საქართველო–თურქეთი–აზერბაიჯანი) მივიდნენ.
„შევთანხმდით, რომ დადგა დრო, ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებულ, აქტიურ და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფაზაში გადავიდეს“, — აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა 17 დეკემბერს სტამბულში ერთობლივი პროექტების და რეგიონში მშვიდობის განმტკიცების სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.
„თუ გვსურს უსაფრთხო, სტაბილური, ენერგორესურსებით დივერსიფიცირებული ევროპა, ამისთვის საჭიროა მშვიდობიანი, სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონი. ამ გზაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის მონდომება და შესაძლებლობები საკმარისი არ არის. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი არის ამ პროცესის აქტიური და მნიშვნელოვანი კომპონენტი",- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.