ნინო ცხოიძე
როგორც იქნა დადგა დღე, როცა ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქისათვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება გამოცხადდა. თუმცა, 15 დეკმებრის მოლოდინი სულ რაღაც სამი დღით დაყოვნდა, რაც უკრაინისათვის ტექნიკური საკითხების მოგვარებას დაუკავშირეს. ბარბარობისა და ნიკოლოზობის დღესასწაულებს შორის კი საქართველოს ახალი ზეიმისთვის ახალი საბაბი მიეცა და დედაქალაქის ქუჩები დშორიანმა ავტომანქანებმა აახმაურა.
პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე, მშვიდობის ხიდი და მთავრობის კანცელარიის შენობა, ასევე თბილისის სატელევიზიო ანძა ევროპის დროში ფერად განათდა. ზეიმობენ ისინი, ვინც ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ, თავიანთი წვლილი შეეტანათ საქართველოს ევროპასთან დაახლოებისა და დაბრუნების პროცესში. ამდენად, ითქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ხელისუფელბის მონაპოვარია. ეს ის გამორჩეული საკითხია, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა ერთიანია.
და მიუხედავად ამისა, არიან ადამიანები, როლებიც სოლიდური ასაკის გამო, სათავისოდ არ ელოდებიან ამ გადაწყვეტილების შედეგებს და მიაჩნიათ, რომ ეს ახალგაზრდებისთვის უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა, ბევრ მშობელს გაუჩნდა იმედი, რომ დიდი ხნის უნახავ შვილს ჩააკითხავს, ვინც სამშობლოში ჩამოსვლას დიდი ხანია ვერ ახერხებდა.
ზოგი ტურისტულ მოგზაურობას უფრო რეალურად მიიჩნევს, ზოგს სასწავლო პროგრამაში ჩასართავად სჭირდება დრო. ბევრს მიაჩნია, რომ სამუშაოს საძებნელად ვიზისათვის ფულის დახარჯვა არ მოუწევს. გამორიცხული არაა, ვინმემ თავშესაფრის მოთხოვნისათვისაც გამოიყენოს ეს მონიჭებული სიკეთე, რადგან სამშობლოში დასაქმების პერსპექტივას ვერ ხედავს. სხვა ქვეყნების გამოცდილება კი გვასწავლის, რომ არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც შორიდან წარმოგვიდენია. ამიტომ სწორად უნდა გავიზროთ და გამოვიყენოთ ევროპის მიერ კარების გახსნის პოლიტიკა, ვიდრე იგი რეალურ შედეგებს გვაგრძნობინებს. ეს კი, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის გახდება შესაძლებელი.
რაც შეეხებათ არალეგალ ემიგრანტებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ჯერაც უსაბუთოთ ცხოვრობენ, მათი ინტერესი, უფრო მეტად, სამშობლოში დაბრუნებას და დასაქმებას უკავშირდება. თუმცა, უვიზო მიმოსვლა, გარკვეულ იმედებს მაინც უჩენთ, რომ შესაძლოა, ამ გზით სამსახურის საშოვნელად სამშობლოში ჩასვლა და საჭიროების შემთხვევაშიუკან დაბრუნებას შეეძლებათ.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არავინ საუბრობს იმ კანონ-პროექტის შესახებ, რაც საქართველოს პარლამენტში ჯერ 2003 წლის ბოლოს და ”ვარდების ხელისუფლების” მოსვლის შემდეგ, 2004 წელსაც განიხილეს. იგი მიზნად ისახავდა უცხოეთში ჩვენი თანამემამულეების ლეგალურად დასაქმების უზრუნველყოფას, რაც ორი ქვეყნის ხელშეკრულებით უნდა დარეგულირებულიყო. ანუ, საქართველოში შეიქმნებოდა სპეციალური ბიუროები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის ბაზარზე მუშა-ხელის საჭიროებას შეისწავლიდა და საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზებდა 6 თვით და მეტი ხნით.
კარგი იქნება, ამ პროექტსაც თუ მიუბრუნდება ხელისულება და წინამორბედების მსგავსად, მხოლოდ წინასარჩევნო განხილვას არ დასჯერდება. მანამ კი შევახსენებ ყველას, ვისაც ევროპაში აქმადე არ უმოგზაურია, რომ ბიომეტრიული პასპორტის გარდა, ევროპის ამა თუ იმ ქვეყნის საზღვარზე თან იქონიოთ უკან დასაბრუნებელი ბილეთი და იმ ქვეყანაში დაყოვნების პერიოდისათვის საჭირო სასტუმროს ჯავშანი. მართალია, როგორც ამბობენ, ეს სავალდებულო არ არის, მაგრამ სასურველია და საზღვრიდან ამ საბუთებისათვის სამშობლოში დაბრუნება, ან თუნდაც, აეროპორტშივე ინტერნეტით მათი მიღება საქართველოდან, დროს და ხარჯებს მაინც მოითხოვს.
რაც შეეხება აფხაზებისა და ოსებისათვის ამ ფაქტის გამოყენებას, "საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის” სპეციალისტის, არჩილ გამზარდიას აზრით, ეს არის მესიჯი და შეთავაზება აფხაზეთის და სამაჩაბლოს, შიდა ქართლის მოსახლეობისთვის, რომ მათაც შეუძლიათ გამოიყენონ ყველა ის სიკეთე, რითაც დღეს საქართველოს მოსახლეობა სარგებლობს და უახლოეს მომავალში კიდევ მეტად ისარგებლებს.
„ისინი ხედავდნენ ქვეყანას, როგორიც შევარდნაძის დროს იყო, შემდეგ იყო სააკაშვილის დროინდელი საქართველო, რომლის დროსაც პერსპექტივები გაჩნდა, მაგრამ ის მავნებლობა, რაც ამ რეჟიმმა მოიტანა, პენიტენციალური სისტემის თუ ადამიანური უფლებების მხრივ, არ უჩენდა სურვილს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის. დღეს ვიზალიბერალიზაცია არის ფაქტობრივი მოცემულობა და არა ფაქტის ინტერპრეტირება და შელამაზება. დღითიდღე უფრი რთული იქნება აფხაზეთში იმ ახალგაზრდების დაკავება, რომელთაც წარმატების მიღწევა სურთ“, — აღნიშნავს გამზარდია.