თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. ვაშინგტონი მოსკოვთან კონფრონტაციას არ ეძებს და სურს ძლიერი რუსეთი იხილოს, რათა საერთო გამოწვევებს წინ ერთად აღვუდგეთ, განაცხადა აშშ-ის გენერალურმა მდივანმა ჯონ კერიმ.
„ჩვენ კონფრონტაციებს არ ვეძებთ. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები გვაკავშირებდეს, ჩვენ გვსურს ძლიერი და მტკიცე რუსეთის ხილვა, რომელიც მსოფლიო გამოწვევების გადაჭრის ხელშესაწყობად შესაბამისად იმოქმედებს“, — განაცხადა კერიმ გადაცემაში „ვესტი ვ სუბოტუ“.
ამასთან, კერიმ აღნიშნა, რომ სწორედ რუსული მხარის და „პირადად სერგეი ლავროვის“ ძალისხმევის წყალობით გახდა შესაძლებელი ირანული ატომის პრობლემის გადაჭრა.
„ჩვენ მასთან (ლავროვთან — რედ.) ერთად, მხარდამხარ ვმუშაობდით სირიაში ქიმიური იარაღის საკითხის გადასაჭრელად. რუსეთმა დიდი როლი ითამაშა პარიზის კლიმატური შეთანხმების შედეგების მიღწევაში“, — განაცხადა კერიმ.