კომისია ევროსაბჭოს სთავაზობს გააუქმოს ვიზები საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოსათვის

გამოწერა
ევროპის კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოსთან ვიზების ლიბერალიზაციაზე და შესთავაზებს ევროკომისიის მინისტრთა საბჭოს იგივე გააკეთონ, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ევროკომისია ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს სთავაზობს სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება ვიზების გაუქმების თაობაზე უკრაინის, საქართველოსა და კოსოვოსათვის, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა. 

„მინდოდა თქვენთვის მეთქვა, რომ დრეს დილით კომისიამ დადებითი მოსაზრება მიიღო ვიზების ლიბერალიზაციაზე კოსოვოსთან, საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით“, — განუცხადა იუნკერმა ჟურნალისტებს ევროსაბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ. 

მან ასევე თქვა, რომ „(ევრო)კომისიას შეუძლია დღეს დილას შესთავაზოს საბჭოს სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება ვიზების ლიბერალიზაციაზე  ჩამოთვლილი ქვეყნებისათვის“. 

ყველა ახალი ამბავი
0