ევროკომისიამ კიევის მიერ ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულება დადებითად შეაფასა

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoevბელგია
ბელგია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიალოგი ევროკავშირსა და უკრაინას შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ 2008 წელს დაიწყო, ხოლო 2010 წელს ევროკავშირმა უკრაინას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შესთავაზა. მას შემდეგ ევროკომისიამ სავიზო რეჟიმის გაუქმების გზაზე კიევის პროგრესი ხუთჯერ შეაფასა.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. ევროკომისიამ უკრაინის მიერ ევროკავშირთან ვიზელიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება დადებითად შეაფასა, ის 2016 წლის დასაწყისში ევროპის საბჭოს წინაშე ვიზების გაუქმების საკითხს დააყენებს, იუწყება გამოცემა „ევროპული სიმართლე“ ევროკომისიის შემაჯამებელ, მეექვსე ანგარიშზე დაყრდნობით. 

კიევი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის წარდგენას უკრაინის საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად განიხილავს. უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ კიევისთვის უვიზო რეჟიმი უკვე 2016 წლის ზაფხულის ბოლოს–შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდება.

„ევროკომისია ითვალისწინებს მონიტორინგისა და ანგარიშების შედეგებს, რაც უვიზო რეჟიმის შესახებ დიალოგის დაწყებიდან – 2008 წლის ოქტომბრიდან ჩატარდა და მიიჩნევს, რომ უკრაინამ შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რაც დადგენილი იყო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ოთხი ბლოკით“, – ციტირებს გამოცემა ევროკომისიის ანგარიშის ტექსტს.

გარდა ამისა, გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისია ევროპის საბჭოს რეკომენდაციით მიმართავს, რომ შეცვალოს სავიზო რეგუილაციების წესი. „უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობების გათვალისწინებით, ევროკომისია 2016 წლის დასაწყისში წარუდგენს (ევროპის საბჭოს) საკანონმდებლო წინადადებას 539/2001 რეგულაციის შეცვლის შესახებ“, – ციტირებს დოკუმენტს „ევროპული სიმართლე“.

დიალოგი ევროკავშირსა და უკრაინას შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ 2008 წელს დაიწყო, ხოლო 2010 წელს ევროკავშირმა უკრაინას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შესთავაზა. მას შემდეგ ევროკომისიამ სავიზო რეჟიმის გაუქმების გზაზე კიევის პროგრესი, საბოლოო დასკვნის გარდა, ხუთჯერ შეაფასა.


ყველა ახალი ამბავი
0