ტყის "დედოფალი": როგორ გამოიყურება რუსეთის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე

გამოწერა

რუსეთის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, რომელსაც კრემლის მოედანზე დადგამენ, ისტრინსკის სატყეო მეურნეობაში აარჩიეს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ამზადებდნენ ხეს მოსკოვში გასაგზავნად.

რუსეთის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ისტრინსკის რაიონში შეარჩიეს. მას მოსკოვის კრემლის ტაძრის მოედანზე დადგამენ.

მოსკოვის ოლქის სატყეო მეურნეობის ტყეების დაცვის დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ნიკოლაი გირიაევი მოგვითხრობს, როგორ არჩევდნენ ნაძვს.

„ნაძვი 25 ვარიანტიდან შეირჩა… ეს იყო უმკაცრესი „სილამაზის კონკურსი“… 25 ვარიანტიდან საბოლოოდ დარჩა სამი და სწორედ მათგან შევარჩიეთ ერთი“, – განაცხადა გირიაევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნაძვს 17 დეკემბერს გაამზადებენ, ხოლო 18 დეკემბერს უკვე მოსკოვში გაგზავნიან.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საახალწლო ნაძვის ხეს ყველაზე თანამედროვე მეთოდებით ეძებდნენ, მათ შორის, კოსმოსური გადაღებებით. შერჩეული ნაძვი 120 წლისაა, სიმაღლე — 30 მეტრი, ვარჯის დიამეტრი შეადგენს 0,8 მეტრს, ქვედა ტოტების განშლა 12 მეტრია. 


ყველა ახალი ამბავი
0