ალადაშვილი: „რუსეთ–თურქეთის დაპირიპირება შესაძლოა საქართველოსაც შეეხოს“

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თურქეთი განსაკუთრებით აფხაზეთში ცდილობს თავისი პოზიციების გამყარებას და გარკვეულწილად იქ რუსეთის ინტერესების შესუსტებას, რუსეთი კი ცდილობს ჩვენთან სიტუაციის დაძავას, ოღონდ ისე რომ თვითონ არ გამოჩნდეს“, –აღნიშნა ბესიკ ალადაშვილმა.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში თურქეთიც და რუსეთიც ფარულ თამაშებს ეწევიან, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ ხელმძღვანელმა ბესიკ ალადაშვილმა.

 „თურქეთი განსაკუთრებით აფხაზეთში ცდილობს თავისი პოზიციების გამყარებას და  გარკვეულწილად იქ რუსეთის ინტერესების  შესუსტებას, რუსეთი კი ცდილობს ჩვენთან სიტუაციის დაძავას, ოღონდ ისე რომ თვითონ არ გამოჩნდეს“, –აღნიშნა ბესიკ ალადაშვილმა. 

 მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითი, ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის დავით სანაკოევის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმადაც პანკისის ხეობაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების კონცენტრაცია ხდება.

 „რეალურად სანაკოევს რუსეთის ძალოვანი მინისტრები აკონტროლებენ და მისი ეს განცხადებაც მოსკოვში არის შედგენილი. სანაკოევმა ის უბრალოდ გაახმოვანა.“– თვლის ბესიკ ალადაშვილი.

სუ–34 - Sputnik საქართველო
ექსპერტი: რუსეთმა თურქეთი ისლამისტებისთვის მხარდაჭერის გამო გააფრთხილა

 ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა ინციდენტების აღმოფხვრისა და მათზე რეაგირების ფორმატში გამართულ შეხვედრაზე 16 დეკემბერს განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების კონცენტრაცია ხდება, რომლებიც ახალი  წლისა თუ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პროვოკაციებს ამზადებენ.  

 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ კი განაცხადა,  რომ აღნიშნული ინფორმაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს“

 „წარმომიდგენია რა დაპირისპირება მიდის ამჟამად თურქეთისა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის. სამწუხაროდ ეს შეიძლება საქართველოსაც შეეხოს, თუმცა რა თქმა უნდა ისინი აქ ირიბად იმოქმედებენ“–განაცხადა  ბესიკ ალადაშვილმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0