სააკაშვილის დანიშვნას პუტინმა უკრაინელი ხალხის სახეში შეფურთხება უწოდა

© photo: Sputnik / Михаил Климентьев / გადასვლა მედიაბანკშივლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გაგზავნეს, რადგან საქართველოს ექს-პრეზიდენტმა აშშ-ს სამუშაო ვიზა ვერ მიიღო.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნას „უკრაინელი ხალხის სახეში შეფურთხება“ უწოდა, იტყობინება РИА Новости.

„ჩემი აზრით, ეს ისეთი ფურთხია უკრაინელი ხალხისთვის სახეში. ის არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ უკრაინას გარე ძალას ამართინებენ, კიდევ იქ, ასე ვთქვათ  ასეთი პოლიტიკური მოღვაწეების დელეგირება მოახდინეს“, — განაცხადა პუტინმა ხუთშაბათს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. 

„სხვათა შორის, ჩემი აზრით, სააკაშვილს არ მისცეს სამუშაო ვიზა აშშ-ში. მათ იგი უკრაინაში გაუშვეს, რომ იქ იუფროსოს და აი აქტიურად ფუნქციონირებს“, — განაცხადა პუტინმა.  


ყველა ახალი ამბავი
0