თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ევროკომისია საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშს პარასკევს, 18 დეკემბერს გამოაქვეყნებს, — ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე ცნობილი იყო, რომ აღნიშნული დასკვნა 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ ანგარიშის პრეზენტაცია გადაიდო. საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ დასკვნის გამოქვეყნება ტექნიკური მიზეზებით გადავადდა, რომლებიც საქართველოს არ უკავშირდებოდა.
დასკვნის გამოქვეყნების პარალელურად ევროკავშირის ელჩი საქართველოში იან ჰერმანი პრესკონფერენციას გამართავს.