თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები შავი ზღვისა და კასპიის რეგიონში უსაფრხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე თბილისში 17 დეკემბერს იმსჯელებენ.
„ჩვენს გარშემო სულ უფრო ფართოვდება არასტაბილური ტერიტორიების ზონა: კავკასიაში რჩება გადაუჭრელი კონფლიქტები, უკრაინაში ღრმავდება კრიზისი, სირიაში ადგილი აქვს სამხედრო მოქმედებების ესკალაციას, ევროპა საკუთარ საზღვრებთან მომდგარი ემიგრანტების ნაკადების მართვის აუცილებლობის წინაშე დგას. გარდა ამისა ერთ–ერთ მთავარ პრობლემად ისლამური სახელმწიფოს გავლენის ზონის გაფართოებაც იქცა. რაც მთავარია მკვეთრად გაუარესდა რუსეთ–თურქეთის ურთიერთობა, ამას კი შეუძლია ძალთა ბალანსის შეცვლა “–განაცხადა შეხვედრის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის“დირექტორმა ალექსანდრე რუსეცკიმ.
მისი თქმით, ამ რთული სიტუაციაში აუციელებელია ახალი შესაძლო საფრთხეების განსაზღვრა და მათი პრევენციის შესაბამისი საშუალებების მოძიება.
კონფერენცია თემაზე „შავი ზღვისა და კასპიის რეგიონში უსაფრთხოების ახალი საფრთხეები“ საქართველოს დედაქალაქში საერთაშორისო პროგრამის “უნივერსიტეტები მშვიდობისთვის “ ფარგლებში ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.