თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის ფედერაციის მიერ 2016 წლის 1 იანვრიდან დსთ-ს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ ხელშეკრულების უკრაინის მიმართ შეჩერების შესახებ, ნათქვამია სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.
„განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, რომელიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებსა და ეკონომიკურ უსაფრთხოებას ეხება და გადაუდებელი ზომების მიღებას მოითხოვს, ვადგენ:… 2016 წლის 1 იანვრიდან შეჩერდეს 2011 წლის 18 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში ხელმოწერილი ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, უკრაინასთან მიმართებაში“, — ნათქვამია განკარგულებაში.