რუსთავის „აზოტმა“ სპილენძის შაბიამნის წარმოება დაიწყო

© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAრუსთავის "აზოტი"
რუსთავის აზოტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"რუსთავის აზოტი“ კავკასიის რეგიონში ამონიუმის გვარჯილას ერთადერთი მწარმოებელია. ყოველწლიურად საწარმო 500 000 ტონას აწარმოებს, რაც მსოფლიო მოხმარების 1%-ს შეადგენს.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. რუსთავის “აზოტმა“  სპილენძის შაბიამნის — სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი პროდუქტის წარმოება დაიწყო. წარმოების პროცესის მიმდინარეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელიამ ოთხშაბათს, 16 დეკემბერს დაესწრო.

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით,,,რუსთავის აზოტი“ აზოტოვანი სასუქების უმსხვილესი მწარმოებელია. საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის რეალიზება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე მსოფლიოს 23 ქვეყანაში ხორცილდება. საწარმოში 2300 ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ,,რუსთავის აზოტი“ კავკასიის რეგიონში ამონიუმის გვარჯილას ერთადერთი მწარმოებელია. ყოველწლიურად საწარმო 500 000 ტონას აწარმოებს, რაც მსოფლიო მოხმარების 1%-ს შეადგენს.

 საწარმოს დირექტორმა, ლევან ბურდილაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრს საწარმოს ერთ-ერთი ინოვაციური და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტის — სპილენძის შაბიამანის წარმოების, დახარისხების და შეფუთვის პროცესი გააცნო. სპილენძის შაბიამანი თანამედროვე ტექნოლოგით მზადდება. წარმოების შედეგად მიიღება მავნე მინერალებისაგან თავისუფალი პროდუქტი, რომელშიც სპილენძის სულფატის შემცველობა 98% შეადგენს, რაც მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და მაღალხარისხიანი მოსავლის მისაღებად არის საჭირო. სპილენძის სულფატის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აქტიურად გამოიყენება მევენახეობის დარგში.

 „ახალი ტექნოლოგიების დანერგვა საწარმოში ჩვენთვის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება. საქართველოსთვის, ტრადიციულად მევენახეობა წამყვანი დარგი იყო. შესაბამისად, ჩვენ უმაღლესი ხარისხის სპილენძის შემცველი შაბიამნის წარმოება დავიწყეთ, რაც ნამდვილად ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას. უახლოეს მომავალში საწარმოში ამიაკის სინთეზის ავტომატიზაციის პროცესის დანერგვასაც ვგეგმავთ", — აღნიშნა საწარმოს დირექტორმა.


ყველა ახალი ამბავი
0