საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსი „ემიგრანტის წერილი 2016“ ახალ ნაწარმოებებს ელოდება

© ნ. ცხოიძესაერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსი „ემიგრანტის წერილი 2016“
საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსი „ემიგრანტის წერილი 2016“ - Sputnik საქართველო
გამოწერა

 ნინო ცხოიძე

 ისევე, როგორ გასულ წელს, ლიტერატურული კონკურსი დიასპორის დღეების პროგრამაში იქნება გათვალისწინებული და მაისის ბოლოს გამარჯებულებს, სავარაუდოდ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დააჯილდოებს.  ორგანიზატორები კი წელსაც არიან ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც მოქმედებს საბერძნეთში, ქ. თესალონიკში (ხელმძღვანელი ხათუნა ბალახაშვილი) და ემიგრანტთა ლიტერატურული გაერთიანება "ქართული სალონი", რომლის ხელმძღვანელია რუსუდან გოგბერაშვილი.

 კონკურსის იდეის ავტორი რუსუდან გოგბერაშვილი გასულ წელს დაბრუნდა სამშობლოში და ემიგრანტთა საერთაშორისო გაერთიანების, ასევე, ”ქართული სალონის” თბილისის ფილიალს  ჩაუდგა სათავეში. ჩემთან საუბარში მან კონკურსის დაფუძნების საწყისი ეტაპი გაიხსენა და მისი პირობებიც დაგვიკონკრეტა.

 რუსუდან გოგბერაშვილი, კონკურსის ერთ ერთი ირგანიზატორი: ეს იდეა შეიქმნა 2014 წელს, ჩემი ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში. მე 20 წელი გავატარე ემიგრაციაში. ჩვენმა საერთაშორისო გაერთიანებამ გადაწყვიტა, ჩაგვეტარებინა ქართული კულტურის დღეები თესალონიკში. მაშინ გამიჩნდა ეს იდეა და პირველი საერთაშორისო კონკურსი ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ჩატარდა.

 ლიტერატურული კონკურსის მიზანია ხელი შუწყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართულენოვანი ავტორების გამოვლენას, მათ წარმოჩენასა და პოპულარიზაციას. ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრებ ავტორთა ნაწარმოებების მოძიება-შეკრებას და მათი ქართულ ლიტერატურულ სივრცეში დამკვიდრებას, მათი ბეჭდური და ელექტრონული წიგნების სახით გამოცემას და გავრცელებას.

 კონკურსი გაიმართება ორ ნომინაციაში: პოეზია და პროზა. ლიტერატურული კონკურსის სახელწოდებიდან გამომდინარე, საკონკურსოდ წარმოდგენილ მასალათა თემატიკა სასურველია ასახავდეს მხატვრული ფორმით გადმოცემულ ქართული ემიგრაციის ყოფასა და პოლიტიკურ-სოციალურ პრობლემებს; ნაწარმოებებში გამოკვეთილად უნდა ჩანდეს სამშობლოს გარეთ მყოფი ადამიანის ფსიქოლოგია, მისი სულიერი ღირებულებები და მისწრაფებები; ემიგრაციული ყოველდღიურობა, თუ მხატვრული ფორმით გახსნილი განწყობა-მდგომარეობა. 

 კონკურსი სახელწოდება — „ემიგრანტის წერილი“ პირობითია და ამდენად, საკონკურსოდ წარმოდგენილ ნაწარმოებებს არ მოეთხოვება მკაცრად წერილის (ეპისტოლარული ჟანრის) ფორმის დაცვა. ასევე არ წარმოადგენს აუცილებლობას ნაწარმოები დაწერილი იყოს პირველ პირში და ეძღვნებოდეს კონკრეტულ ადრესატს. სახელწოდება „ემიგრანტის წერილი“ კონკურსში მონაწილე ავტორებისთვის წარმოადგენს მხოლოდ ერთგვარ თემატურ ორიენტირს, საკონკურსო მასალის ძირითადი იდეისა და შინაარსის მხატვრული ფორმით გადმოცემისთვის.

 მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია; კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერი ასაკის, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ პროფესიონალ, თუ დამწყებ ავტორს. 18 წლამდე ავტორთა ნაწარმოებები განიხილება, როგორც კონკურსგარეშე და მათი შეფასება მოხდება ცალკე ნომინირების სახით;

საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა უნდა იყოს აკრეფილი ვორდის პროგრამაში, საერთაშორისო სტანდარტული ქართული ელექტრონული (Sylfaen) შრიფტით. შრიფტის ზომა 12; პოეზიის ნომინაციაში წარმოდგენილი ნაწარმოები არ უნდა აღემატებოდეს ვორდის პროგრამის ორ გვერდს; პროზის ნომინაციაში ზღვარია: ვორდის პროგრამის 2-6 გვერდი (ანუ, თხზულება არ უნდა იყოს ვორდის პროგრამის 2 გვერდზე ნაკლები და 6 გვერდზე მეტი).

 საკონკურსო ნაწარმოები და კითხვარი უნდა გამოიგზავნოს კონკურსის ელექტრონულ მისამართზე:  geoemigrant9@gmail.com

 საკონკურსო მასალის გამოგზავნა ასევე შეიძლება კონკურსის ფეისბუკის მოცემულ გვერდზე, მხოლოდ პირადი შეტყობინების ფორმით.

 ბუნებრივია, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც მოიძებნებიან ადამიანები, ისაც ამ თემაზე უფიქრიათ, უმუშავიათ და კონურსში მონაწილეობის სურვილიც გააჩნიათ. ამდენად, რუსუდან გოგბერიძის თქმით, მასალების მიღება 15 დეკემბერს დაიწყო და  2016 წლის 30 იანვარს 24:00 საათზე დასრულდება. 

 ავტორებს კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფსევდონიმით. კონკურსის ადმინისტრაცია თავის მხრივ კისრულობს ვალდებულებას, რომ ავტორის სახელ-გვარს არც ერთ ეტაპზე (საკონკურსო პერიოდში, შედეგების გამოცხადებისას, თუ კრებულის დასტამბვისას) არ გაასაჯაროვებს;

 ყველა ნომინაციაში კონკურსის მონაწილეებს აქვთ მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარმოდგენის უფლება. ამავდროულად დაშვებულია ერთი ავტორის მონაწილეობა ორივე ნომინაციაში. კონკურსს გარკვეული შეზღუდვებიც აქვს, რაც ფეისბუკზე კონკურსის განაცხადშია აღნიშნული.

 შეჯამების შემდეგ, ორივე ნომინაციაში გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

 კონკურსის მთავარი პრიზი — პოეზიაში და კონკურსის მთავარი პრიზი — პროზაში;

 მეორე ადგილი — პოეზიაში და მეორე ადგილი — პროზაში; მესამე ადგილი — პოეზიაში;

 მესამე ადგილი — პროზაში; ასევე გამოვლინდება: საუკეთესო ნორჩი ავტორი (ერთი ნომინაცია); საუკეთესო არაქართველი ავტორი (ერთი ნომინაცია); მკითხველთა რჩეული (თითო-თითო წამახალისებელი პრიზი სამივე ნომინაციაში); ფინალისტები (წამახალისებელი სიგელები ნომინაციაში საუკეთესო ათეულში მოხვედრილ ავტორთათვის). 

 კონკურსის დასრულებისთანავე დაისტამბება სპეციალური კრებული, რომელშიც შევა ორივე ნომინაციის საუკეთესო ათეულში მოხვედრილი ნაწარმოებები.

 15 მაისს უკვე მოხდება გამარჯვებულთა გამოვლენა.

 ყველა საჭირო და ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილეთ კონკურსის ფეისბუკის გვერდზე:ემიგრანტის-წერილი-2016.


ყველა ახალი ამბავი
0