ევროკავშირის ყველა წევრი რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას ეთანხმება

© photo: Sputnik / Vladimir Sergeev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის, საფრანგეთისა და ევროკავშირის დროშები
რუსეთის, საფრანგეთისა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაერთიანების ოცდარვავე წევრი–სახელმწიფო მხარს უჭერს ამ იდეას, განუცხადა ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის ყველა წევრი–სახელმწიფო მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ექვსი თვით გაგრძელება აუცილებელია, ეს საკითხი ევროკავშირის სამიტზე განსახილველად არ უნდა დადგეს, განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის მაღალი რანგის ჩინოვნიკმა, — წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

„არ ველი არანაირ განხილვებს. რატომ ვამბობ ამას მაშინ, როცა შესაძლოა მართალიც არ ვიყო? იმიტომ, რომ (ევროკავშირის) წარმომადგენელთა შორის მოლაპარაკებებს ვეყრდნობი“, — განაცხადა ანონიმმა ჩინოვნიკმა, რომელმაც თავად არ ისურვა ვინაობის გამხელა. 

მან ასევე აღნიშნა: „ოცდარვავე ქვეყანა დარწმუნებულია, რომ მარტის დასკვნა, რომელიც ადგენს აშკარა კავშირს მინსკის შეთანხმებების სრულ იმპლემენტაციასა და სანქციების განგრძობას შორის, კვლავინდებურად მოქმედებს“. 

„ეს იმას ნიშნავს, რომ ოცდარვავე ლიდერი უჭერს მხარს სანქციების უახლოესი ექვსი თვით განგრძობის იდეას“, — განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა. 

მან ასევე შეახსენა ჟურნალისტებს, რომ „ერთ–ერთმა დელეგაციამ პროცედურის საკითხი წამოაყენა, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას“. 

„ეს ასახულია [ევროკავშირის] თავმჯდომარე ტუსკის წერილში. ფორმალური პროცესი, ევროსაბჭოს შემდეგ, მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ჩაივლის. ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსისუ გვაქვს და ეს კონსენსუსი საკანონმდებლო პროცესში აისახება… ვფიქრობ, მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომა პარასკევს, სამიტის შემდეგ გაიმართება“,  — თქვა ჩინოვნიკმა. 


ყველა ახალი ამბავი
0