საქართველოში საახალწლო პიროტექნიკის გაყიდვის აკრძალვას ითხოვენ

© photo: Sputnik / Pavel Lisicyn / გადასვლა მედიაბანკშიპიროტექნიკა
პიროტექნიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლებისადმი მიმართულ დოკუმენტში პეტიციის ავტორები „ასაფეთქებელი საშუალებების“ მხოლოდ ახალი წლის ღამით გამოყენებას ითხოვენ, რადგანაც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად არაერთი ტრაგიკული შემთხვევაა დაფიქსირებული.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში საახალწლო პიროტექნიკის გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, სპეციალური პეტიცია ინტერნეტ–სივრცეში გავრცელდა.

ხელისუფლებისადმი მიმართულ დოკუმენტში პეტიციის ავტორები „ასაფეთქებელი საშუალებების“ მხოლოდ ახალი წლის ღამით გამოყენებას ითხოვენ.

„მოვითხოვთ ერთი შეხედვით უწყინარი ე.წ. „სათამაშო ასაფეთქებელი საშუალებების“ გაყიდვის აკრძალვას. ეს კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს“, – ნათქვამია პეტიციაში.

ავტორთა განცხადებით, საახალწლო პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ქვეყანაში რამდენიმე ტრაგიკული ფაქტია დაფიქსირებული.

პეტიციას რამდენიმე საათის განმავლობაში დაახლოებით 4 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. იმისათვის, რომ პეტიცია შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის სტრუქტურებს გადაეგზავნოს, 10 ათასი ხელმოწერაა საჭირო.


ყველა ახალი ამბავი
0