სუ–24–ისა და სი–25–ის აფრენა რუსეთის ბაზიდან სირიაში ტერორისტებზე იერიშის მისატანად

გამოწერა

რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების საბრძოლო ავიაცია სირიაში ტერორისტების პოზიციებსა და ობიექტებს უტევს. იხილეთ ბომბდამშენი სუ–24–ისა და თავდამსხმელი სუ–25–ის აფრენის კადრები ლათაკიასთან ახლოს მდებარე "ჰმეიმიმის" ავიაბაზიდან.

რუსული სუ–24 და სუ–25 ყოველდღიურად ფრინდებიან "ისლამური სახელმწიფოს" და "ჯებჰათ ან–ნურსის" ბოევიკებზე შეტევის განსახორციელებლად.

30 სექტემბრიდან პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოტხოვნით სირიაში რუსეთმა ტერორისტების ობიექტებზე წერტილოვანი ავიადარტყმების განხორციელება დაიწყო.

პარალელურად შეტევებს ახორციელებს "ანტიდაიშური კოალიცია" აშშ–ის მეთაურობით, რომელსაც სირიისგან შესაბამისი მანდატი არ მიუღია. რუსეთი მას თვითმფრინავების გაფრენის შესახებ ინფორმაციას ცვლის, თუმცა უფრო მჭიდრო კოორდინაცია ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ამასთან დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებს, რომ ის ბომბავს არამხოლოდ ტერორისტების ობიექტებს, არამედ ეგრედ წოდებული მორჩილი ოპოზიციის პოზიციებსაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას უპასუხისმგებლობად მოიხსენიებს.

ყველა ახალი ამბავი
0