ევროკომისიის წინადადებით, შენგენის საზღვრების კოდექსში ცვლილება შევა

© Public DomainЕС
ЕС - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროკომისიის წინადადებებს შორისაა - შესწორებები შენგენის კოდექსში, რათა გარე საზღვრების ყოველი გადმომკვეთი, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეებიც სისტემატიურად შემოწმდნენ საერთო ბაზით“, - თქვა ტიმერმანსმა.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ევროკომისიის წინადადებაა შენგენის კოდექსში საზღვრების თაობაზე ცვლილებების შეტანა, რომელიც ითვალისწინებს სისტემატიური შემოწმებების ჩატარებას თანამეგობრობის გარე საზღვრებზე, იტყობინება სამშაბათს ევროკომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრანს ტიმერმანსი. 

„ევროკომისიის წინადადებებს შორისაა — შესწორებები შენგენის კოდექსში, რათა გარე საზღვრების ყოველი გადმომკვეთი, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეებიც სისტემატიურად შემოწმდნენ საერთო ბაზით“, — თქვა ტიმერმანსმა, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას.

 გამოსვლის ტრანსლირებას ევროკომისიის ვიდეოსამსახური ახდენს. 


ყველა ახალი ამბავი
0