მოგერინი: მოხსენება უკრაინისთვის ვიზების გაუქმების შესახებ დეკემბერში გამოქვეყნდება

© photo: Sputnik / Artyom Zhitenyov / გადასვლა მედიაბანკშიფედერიკა მოგერინი
ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ვარაუდობდნენ, რომ მოხსენებები უკრაინისა და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ 15 დეკემბერს გამოქვეყნდებოდა, თუმცა ევროკომისია მუშაობს იმაზე, რომ ეს მოხსენებები წლის ბოლომდე გამოქვეყნდეს.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ევროკომისია მოხსენებების გამოქვეყნებას უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ კვლავ დეკემბერში აპირებს, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ მოხსენების გამოქვეყნების ვადის გადაწევაზე კომენტარისას.

მანამდე ვარაუდობდნენ, რომ მოხსენებები ვიზალიბერალიზაციის თაობაზე სამშაბათს გამოქვეყნდებოდა.

„თავდაპირველად მოხსენების დეკემბერში გამოქვეყნებას ვგეგმავდით. კომისია ამაზე მუშაობს. დებატები, რომელიც დღეს გავმართეთ, სწორ მიმართულებასა და წევრი ქვეყნების მხრიდან საერთო დადებით შეფასებაზე და ამ დადებითი მუხტის შენარჩუნების აუცილებლობაზე მიუთითებს, რადგანაც ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამ ქვეყნების მოქალაქეებისათვის“, – განუცხადა მოგერინიმ ჟურნალისტებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

მან აღნიშნა, რომ „კომისია აგრძელებს მუშაობას, მოხსენება, სავარაუდოდ, ამ თვეში, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება“. 


ყველა ახალი ამბავი
0