საქართველოს რკინიგზა ტენდერს აცხადებს ელმავლების შეძენაზე

© photo: Sputnik / Igor Mixalev / გადასვლა მედიაბანკშირკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს რკინიგზა აპირებს ელმავლების შეძენას საორიენტაციოდ 10,5 მილიონ ლარად.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს რკინიგზა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას 45 ერთეული ელმავლის შესყიდვის თაობაზე გარკვეული პირობებით, იტყობინება საქართველოს რკინიგზა. 

ერთი ერთეულის საორიენტაციო ღირებულება 10,5 მილიონი ლარია დღგ-ს გარეშე.

დაინტერესებულმა პირებმა ტექნიკური დავალების შესაბამისად მომზადებული  წინადადებები დალუქულ კონვერტში 2015 წლის 28 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინონ. 

 „საქართველოს რკინიგზა უფლებას იტოვებს თავისი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეცვალოს პროცედურა, გამორიცხოს პროცედურიდან რომელიმე მხარე ან უარი თქვას ყველა ინტერესთა გამოხატვაზე ყოველგვარი მოვალეობების გარეშე“, — იტყობინება საქართველოს რკინიგზა.

გასულ კვირას საქართველოს მთავრობასთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ მოიწონა იდეა ელმავლების საქართველოში წარმოების ლოკალიზების შესახებ.


ყველა ახალი ამბავი
0