უკრაინელმა მესაზღვრეებმა კიევში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Alexey Furman / გადასვლა მედიაბანკშიკიევი
კიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისიდან კიევში ჩაფრენილ საქართველოს მოქალაქეს ინტერპოლი 2014 წლიდან ეძებს. თურქი სამართალდამცავები მას ბრალად დებენ მკვლელობასა და ძარცვას.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. უკრაინელმა მესაზღვრეებმა კიევის აეროპორტში საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ განაცხადეს, რომელსაც თურქი სამართალდამცავები ინტრპოლით მკვლელობისა და ძარცვისათვი ბრალდებით ეძებდნენ. 

„საკონტროლო-გამშვები პუნქტის “კიევის“ მესაზღვრეებმა „ბორისპოლის“ აეროპორტში მგზავრების საბუთების შემოწმებისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც თბილისიდან ჩაფრინდა. აღნიშნული მოქალაქის მონაცემებზე ინტერპოლის მონაცემთა ბაზა ამუშავდა“, — იტყობინება ორშაბათს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის პრესსამსახური. 

სასაზღვრო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ დაკავებულს  2014 წლიდან ეძებდნენ თურქეთის სამართალდამცავი სტრუქტურები. იგი  ეჭვმიტანილია მკვლელობასა და ძარცვაში. დაკავების შესახებ უკვე აცნობეს უკრაინის ინტერპოლის  ბიუროს. 


ყველა ახალი ამბავი
0