ბელგიის ხელისუფლება ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით კონსტიტუციას ცვლის

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoevბელგია, ბრიუსელი
ბელგია, ბრიუსელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესწორების თანახმად, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის დროებითი დაკავების ვადა 72 საათამდე იზრდება. ასევე იზრდება სპეცსამსახურების უფლებამოსილებები და მკაცრდება ზომები სირიის ომში სავარაუდო წამსვლელთა მიმართ.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ბელგიის ფედერალურმა მთავრობამ, ტერორიზმთან ბრძოლის ზომების გამკაცრების მიზნით, ქვეყნის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები მოიწონა, რაც დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის 24–ის ნაცვლად, 72 საათამდე დროებით დაკავებას გულისხმობს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ რადიოსადგურ Contact–ზე დაყრდნობით.

რადიოსადგურის მონაცემებით, ბელგიის ხელისუფლების მიერ მოწონებული პაკეტი, რომელიც 18 ღონისძიებისგან შედგება და ტერაქტების აღკვეთას, ტერორისტებისა და მისი მომხრეების გამოვლენას ემსახურება, პოლიციელებს უფლებას აძლევს, სავარაუდო ტერორისტების საცხოვრებელ ადგილებში დღე–ღამის ნებისმიერ დროს ჩაატარონ ჩხრეკა. მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი სპეცღონისძიებები საღამოს 9–დან დილის 5 საათამდე აკრძალულია. ამასთან, მოსამართლის შესაბამისი ორდერის მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება.

ერთ–ერთი ცვლილებით, ბელგიის ტერიტორიაზე არსებულ მეჩეთებში სალაფიზმის (ისლამის რადიკალური ვერსია) იდეების ქადაგება აიკრძალება, ვინაიდან სწორედ მას მიიჩნევენ ახალგაზრდობის რადიკალიზაციის ერთ–ერთ მიზეზად. 

ამას გარდა, ბელგიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გაუფართოვოს  უფლებამოსილებები სპეცსამსახურებს მოსმენებისა და თვალთვალის კუთხით. შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც აუცილებელი იქნება. 

ამას გარდა, მიღწეულია შეთახმება, რომ დააპატიმრებენ სირიიდან ბელგიაში დაბრუნებულ ჯიჰადისტებს — პრევენციის მიზნით, ხოლო სირიაში წასვლის სავარაუდო მსურველთა მიმართ ელექტონულ ბორკილებს გამოიყენებენ. ასევე გადაწყდა პოლიციისა და სპეცსამსახურების ბიუჯეტის გაზრდა.

როგორც მანამდე სამეფოს პრემიერ–მინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა, ბელგიის მთავრობა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის განკუთვნილ ღონისძიებებზე 2016 წელს 400 მლნ ევროს გამოყოფს.

მედიის ინფორმაციით, ბელგიის პროკურატურამ მხოლოდ წელს ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მიმართ 270–ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


ყველა ახალი ამბავი
0