საქართველოს რუსულენოვანი მაცხოვრებლებისთვის იურიდიული ლექსიკონი გამოსცეს

გამოწერა

პირველი "იურიდიული ტერმინების ქართულ-რუსული ლექსიკონის" პრეზენტაცია შედგა თბილისში სპეციალისტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

იურიდიული ტერმინების ქართულ-რუსული ლექსიკონი უფლებათა დამცველი ცენტრის FidesetSpes სპეციალისტებმა შექმნეს.

"ეს უნიკალური და ორიგინალური გამოცემ საავტორო ვერსიაა. ლექსიკონი საქართველოს არაქართულენოვანი მოქალაქეებისათვის სამართლებრივი ტერმინების გასაგებ ენაზე განმარტების პირველი მცდელობაა. ლექსიკონზე მუშაობისას გაითვალისწინეს ის ფაქტორი, რომ ლექსიკონი უნდა გამოიყენონ განსხვავებული ასაკის, განთლების დონისა და სპეციფიური იურიდიული ლექსიკის ფლობის დონის მქონე ადამიანებმა", — Sputnik-ს აცნობა  უფლებათა დამცველი ცენტრის FidesetSpes დირექტორმა მარინა ბაბუნაშვილმა.

ლექსიკონის ტექსტი მაქსიმალურად ადაპტირებულია არა მხოლოდ პროფესიონალი იურისტებისა და თარჯიმნების მიერ, არამედ მათ მიერაც, ვისაც მისი გამოყენება შეიძლება დასჭირდეს, აღნიშნა მან.

ცენტრის თანამშრომელთა თქმით, ლექსიკონის მთავარი ღირსება თითოეული ტერმინისათვის განკუთვნილი კომენტარი და ტრანსკრიფციაა, რაც არაქართულენოვანი ადამიანებისათვის წაკითხვას გააადვილებს. შემოთავაზებული ტერმინოლოგია მყარად ეფუძნება ქართულ კანონმდებლობას.

ლექსიკონის გამოცემა ასევე უნდა იყოს ეთნიკური უმცირესობების თავისუფლებისა და უფლებების დამცველ სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პოზიციების კოორდინირებისა და დაახლოების გზაზე გადადგმული ნაბიჯი. ლექსიკონის შექმნის იდეა უფლება დამცველი ცენტრის წარმომადგენლებს დაებადათ. ეს ორგანიზაცია 2,5 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს მოქალაქეების უფლებებს.

ლექსიკონის გამოცემის პროექტი რუსულმა "საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდმა" დააფინანსა.

ყველა ახალი ამბავი
0