თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. რუსეთი და ჩინეთი ასზე მეტ ერთობლივ პროექტს ამზადებენ ჰუმანიტარულ სფეროში. ესენია: კინოგადაღებები, წიგნების გამოცემა, მედიის სფეროში თანამშრმლობა, — განაცხადა რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ჩინური გაზეთისთვის, „ჟენმინ ჟიბაოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„ახლა ჩვენ ვამთავრებთ ღონისძიებათა დეტალური გეგმის მომზადებაზე მუშაობას, რომელიც ასზე მეტ ერთობლივ პროექტს მოიცავს. ესენია: კინოგადაღებები — სერიალებისა და დოკუმენტური კინოსი, წიგნების თარგმნა და გამოცემა, წიგნების გამოფენების ჩატარება. დიდი პერსპექტივებია ახალი მედიის თანამშრომლობის სფეროშიც, რაც მსოფლიოს მედასაშუალებების მომავალია“, — განაცხადა მედვედევმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ჩინეთში ვიზიტისას ის მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ინტერნეტფორუმში ქალაქ უჩჟენში. მედვედევი დარწმუნებულია, რომ არსებობს ბევრი სფერო, რომლებშიც რუსეთსა და ჩინეთს შეუძლიათ პროდუქტიული დიალოგის წარმოება.
მანამდე რუსეთის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დმიტრი მედვედევი ჩინეთში 14–17 დეკემბერს გაემგზავრება.