თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. რუსული საგუშაგო ხომალდის „სმეტლივის“ ეკიპაჟმა ეგეოსის ზღვაში თურქულ სეინერთან შეჯახება აიცილა, — იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
„2015 წლის 13 დეკემბერს რუსული საგუშაგო ხომალდ „სმეტლივის“ ეკიპაჟმა, რომელიც საბერძნეთის კუნძულ ლემნოსიდან 22 კმ დაშორებით იმყოფებოდა ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, თურქულ სეინერთან შეჯახება აიცილა თავიდან“, — ნათქვამია განცხადებაში.
ინციდენტთან დაკავშირებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრს მოადგილე ანატოლი ანტონოვმა უწყებაში გამოიიძახა სამხედრო ატაშე თურქეთის საელჩოდან.
როგორც იუწყებიან, დილით რუსული ხომალდის სავახტო სამსახურმა 1 კმ–ის დაშორებით თურქული ხომალდი შენიშნა, რომეილც ღუზაჩაშვებულ „სმეტლივის“ მარჯვენა ბორტიდან უახლოვდებოდა. მიუხედავად რუსული ეკიპაჟის მრავალჯერადი მცდელობისა, თურქული ხომალდი რადიოკონტაქტზე არ გავიდა და არც სპეციალურ ვიზუალურ სიგნალებზე უპასუხა.
როცა ხომალდები ერთმანეთს 600 მეტრზე მიუახოვდნენ, რუსულმა საგუშაგო ხომალდმა, შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, გარანტირებული დაუზიანებლობის მანძილიდან გახსნა ცეცხლი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შემდეგ თურქულმა სეინერმა სასწრაფოდ შეიცვალა კურსი და კონტაქტზე გაუსვლელად განაგრძო სვლა „სმეტლივის“ გასწვრივ 540 მეტრის დაშორებით.