თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. პაკისტანის ქალაქ პარაჩინარის ბაზრობაზე მომხდარმა აფეთქებამ 15 ადამიანი იმსხვერპლა, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გამოცემა Dawn-ზე დაყრდნობით.
ტერაქტი ბაზრობის შესასვლელთან მოხდა, სადაც ზამთრის სამოსი იყიდებოდა. ბოლო მონაცემების თანახმად, დაჭრილ-დაშავებულია 47 ადამიანი, რომელთაგან 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია, — განაცხადა ცენტრალური საქალაქო საავადმყოფოს წარმომადგენელმა, სადაც დაშავებულები არიან გადაყვანილები.
თვითმხილველთა თქმით, ტერაქტი, სავარაუდოდ, ორმა ადამიანმა მოაწყო, რომლებმაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს, მაგრამ დააკავეს და ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს შემდგომი გამოძიებისთვის.