ვორონეჟის ინტერნატში ხანძარს 23 ადამიანი ემსხვერპლა

გამოწერა
დაბა ალფიოროვკაში მდებარე ფსიქონევროლოგიურ ინტერნატში შაბათ საღამოს ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო 23 გარდაცვლილისა და კიდევ 23 დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ინტერნატის ტერიტორიაზე კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს  და ახლა მათი რაოდენობა 23-ს შეადგენს, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით. 

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს რეგიონული ცენტრის წარმომადგენელმა სააგენტოსთან საუბრისას დააზუსტა, რომ 23-ე გარდაცვლილის გვამი ნანგრევებში აღმოაჩინეს. 

დაბა ალფიოროვკაში მდებარე ფსიქონევროლოგიურ ინტერნატში შაბათ საღამოს ხანძარი გაჩნდა, რომელიც 700 კვმ ფართობზე გავრცელდა. მოგვიანებით საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძარი ჩამქრალია და ახლა შემთხვევის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 


ყველა ახალი ამბავი
0