მადრიდმა ქაბულში, საელჩოსთან მომხდარ ტერაქტს „ესპანეთზე შეტევა“ უწოდა

© photo: Sputnik / Igor Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშიესპანეთი, მადრიდი
ესპანეთი, მადრიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ავღანეთის ქალაქ ქაბულში ბოევიკებმა სროლა მოაწყეს და ესპანეთის საელჩოსთან ახლოს დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად ორი ესპანელი და ოთხი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ესპანეთის მთავრობა პარასკევს ქაბულში ესპანეთის საელჩოს შენობასთან ახლოს მომხდარ აფეთქებას „ესპანეთზე შეტევას“ უწოდებს, აღნიშნულია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ბოევიკებმა სროლა მოაწყეს და ავღანეთის დედაქალაქში ესპანეთის საელჩოსთან ახლოს დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად ორი ესპანელი და ოთხი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა.
 „ეს შეტევა… ესპანეთისა და ავღანეთში დემოკრატიის გამტკიცების საქმეში მისი თანამშრომლობის წინააღმდეგ არის მიმართული“, — აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში. 
უფრო ადრე ესპანეთის პრემიერმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ ტერორისტების მიზანი არა საელჩო, არამედ მის გვერდით მდებარე სახლი იყო. რახოის თქმით, „ეს ჩვენზე თავდასხმა არ ყოფილა“.

 

ყველა ახალი ამბავი
0