თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 13 და 24 დეკემბერს ყველა მსურველს საახალწლო საბალეტო საღამოებზე იწვევს, იუწყება თეატრის პრესსამსახური.
13 დეკემბერს წარმოდგენა ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება.
საღამოების პროგრამაშია ჯორჯ ბალანჩინის „სერენადა“, მიხაილ ფოკინის „ვარდის აჩრდილი“ და სიუიტა ჩაიკოვსკის „მაკნატუნადან“.
24 დეკემბერს თეატრის საბალეტო დასი ჩაიკოვსკის „მაკნატუნას“ თბილისის საკონცერტო დარბაზში წარმოადგენს.
საღამოებში მონაწილეობს ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი რევაზ ტაკიძის დირიჟორობით.
ასევე, თეატრის საბალეტო დასი ესპანეთში ტურნეში გაემგზავრება, სადაც სპექტაკლებს წარმოადგენს ლეონში, ვიქტორიასა და ბილბაოში.
დეკემბერში თბილისში საახალწლო საბალეტო წარმოდგენები გაიმართება
19:10 12.12.2015 (განახლებულია: 19:32 17.08.2023)
© photo: Sputnikოპერისა და ბალეტის თეატრი
© photo: Sputnik
გამოწერა
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი მსურველებს 13 და 24 დეკემბერს საახალწლო საბალეტო წარმოდგენებზე ეპატიჟება.