სიღნაღში ჯონ ვუდერმანის სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

© photo: SputnikПожар
Пожар - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიღნარში ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „ხოხბის ცრემლების“ ერთ–ერთი მფლობელის ჯონ ვუდერმანის სახლი დაიწვა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. სიღნარში ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „ხოხბის ცრემლების“ ერთ–ერთი მფლობელის ჯონ ვუდერმანის სახლი დაიწვა. განადგურებულია ქართველი მეღვინის მეზობლად მდებარე სახლიც. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 „ხანძარი ჯონ ვუდერმანის სახლში გაჩნდა და იქიდან  მეზობლის სახლს მოედო. საბედნიეროდ სახლში არავინ იმყოფებოდა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მას 6 სახანძრო მანქანა აქრობდა და ის გვერდით სახლსაც გადაედო“–განუცხადა სააგენტო Sputnik-Georgia-ს სიღნაღის გამგებელმა დავით ჯანიკაშვილმა.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი მხოლოდ ექსპერტიზების ჩატარების შემდეგ იქნება შესაძლებელი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 ამერიკელი მხატვარი ჯონ ვუდერმანი საქართველოში პირველად 1995 წელს ჩამოვიდა, რათა ქართულ პოლიფონიურ სიმღერებზე მომუშავე მომღელები მოეძებნა. 1996 წელს ჯონმა სახლი შეიძინა ქალაქ სიღნაღში. 1998 წელს კი საცხოვრებლად აქვე დამკვიდრდა.“ხოხბის ცრემლები” ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც ვუდერმანმა 2007 წელს ქართველ პარტნიორთან ერთად დაარსა და უძველესი ქართული ტრადიციების დაცვით ნატურალური ღვინის წარმოებასა და ამ ტრადიციების პოპულარიზაციას ემსახურება. ჯონი სიღნაღში მეუღლესთან, ქეთევანთან და ორ შვილთან, ლაზარესა და გვანცასთან ერთად ცხოვრობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0