აჭარაში ტყეში ოთხი უცხოელის გვამი იპოვეს

© photo: courtesy of V. Naverianiტყე ზამთარში
ტყე ზამთარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოელები სავარაუდოდ საქართველო თურქეთის საზღვრის გადაკვეთას არაოფიციალურად აპირებდნენ.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. აჭარაში, საქართველო-თურქეთის საზღვრის მახლობლად, ტყეში უცხოეთის ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იტყობინება. 

"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით, ტყეში, ოთხი უცხოელის ცხედარი იპოვეს", — იტყობინება სააგენტო. მარადიდის რწმუნებულის თემურ დიდმანიძის განცხადებით, სავარაუდოდ ინდოელი მამაკაცების ცხედრები, მარადიდელმა მონადირეებმა თოვლში, სოფლიდან 5 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. რწმუნებულმა ეჭვი გამოთქვა, რომ უცხოელები თურქეთში, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით აპირებდნენ გადასვლას. მათი დაღუპვის ადგილიდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე დიდმანიძის თქმით, ოთხი კილომეტრია. 

 სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  რომ მომხდართან დაკავშირებით საქმე 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0