თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია 18 დეკემბერს დაიხურება, მომავალი კვირიდან საკანონმდებლო ორგანო რიგგარეშე სხდომების რეჟიმში იმუშავებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, ორშაბათს, 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს წერილობითი მოთხოვნა გადაეგზავნება რიგგარეშე სხდომების გამართვის შესახებ იმ განსახილველ საკითხთა ნუსხასთან ერთად, რომელთან განხილვაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
„რიგგარეშე სესიის ფარგლებში სხდომების გამართვა როდის იქნება საჭირო, ამას მომავალი კვირა გვაჩვენებს“, — აღნიშნა დავით უსუფაშვილმა პარასკევს, 11 დეკემბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე.
სავარაუდოდ, რიგგარეშე სხდომები 16 — 18 დეკემბერს გაიმართება. დავით უსუფაშვილის განცხადებით, 21 დეკემრიდან 25 დეკემბრამდე პარლამენტი უკვე რიგგარეშე სესიის რეჟიმში იმუშავებს.