პუტინი: სირიაში ოპერაცია ISIS-ისგან მომდინარე საფრთხით არის ნაკარნახევი

გამოწერა
რუსეთის სამხედრო ავიაოპერაციის უმთავრესი მიზანი — ეს თავად რუსეთის ფედერაციისთვის მოსალოდნელი საფრთხის აღმოფხვრაა, განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. პრეზიდენტ პუტინის თქმით, სირიაში რუსეთის ავიაოპერაცია ნაკარნახევია არა გეოპოლიტიკური ინტერესებითა და ახალი იარაღის გამოცდის სურვილით, არამედ იმით, რომ ტერორისტული ორგანიზაცია დაიში  („ისლამური სახელმწიფო“) პირდაპირ ემუქრება თავად რუსეთს, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“

„ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები სირიაში, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ქვეყანას იცავენ. ჩვენი მოქმედებები იქ არ გახლავთ ნაკარნახევი რაიმე სახის გაუგებარი, აბსტრაქტული გეოპოლიტიკური ინტერესებით, არ არის ნაკარნახევი წვრთნისა და ახალი შეიარაღების სისტემის გამოცდის სურვილით — რაც თავისთავად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მთავარი — ეს თავად რუსეთის ფედერაციისთვის მოსალოდნელი საფრთხის აღმოფხვრაა“, — განაცხადა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე. 

პუტინის განმარტებით, რუსმა სამხედროებმა დიდი ზიანი მიაყენეს დაიშის ინფრასტრუქტურას სირიაში, რითაც ქვეყენაში ვითარების შეცვლას შეუწყეს ხელი. 

„ახლა არ შევუდგები კონკრეტული ციფრების დასახელებას — ამას თავდაცვის მინისტრი იტყვის საკუთარ მოხსენებაში — ვიტყნვი მხოლოდ მთავარს: საჰაერო–კოსმოსური ძალებისა და სამხედრო–საზღვაო ფლოტის კომპლექსურმა ჩართვამ, ასევე ახალი ზეზუსტი იარაღის სისტემების გამოყენებამ საშუალება მოგვცა, სერიოზული ზიანი მიგვეყენებინა ტერორისტების ინფრასტრუქტურისთვის და ამით ხარისხობრივად შეგვეცვალა ვითარება სირიაში“, — თქვა პუტინმა. 


ყველა ახალი ამბავი
0