ზუგდიდში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაიწყო

© worldsport.geზუგდიდის სტადიონის მაკეტი
ზუგდიდის სტადიონის მაკეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტადიონს ექნება 10 გასასვლელი გულშემატკივრებისთვის და ოთხი – სასწრაფო და სახანძრო მანქანებისთვის. სტადიონი 7233 მაყურებელზეა გათვლილი.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. ზუგდიდში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაიწყო, რომელიც უეფას სტანდარტების III კატეგორიას უპასუხებს.

ახალი არენა 7233 მაყურებელზეა გათვლილი. პროექტის თანახმად, სტადიონს ექნება 10 გასასვლელი გულშემატკივრებისთვის და ოთხი – სასწრაფო და სახანძრო მანქანებისთვის. აღმოსავლეთ ტრიბუნაზე გამოიყოფა ლოჟა ჟურნალისტებისა და VIP გულშემატკივრებისთვის. სტადიონის ტერიტორიაზე გაიხსნება კვების ობიექტები და მაღაზიები, სადაც სუვენირები და კლუბის სიმბოლიკა გაიყიდება. 

ძირითადი მინდორის გვერდით განთავსდება სათადარიგო მინდორი, რომლის ტრიბუნები 1224 ადამიანზეა გათვლილი. მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება პარკირების ადგილი გულშემატკივრებისთვის. სტადიონისა და ინფრასტრუქტურის საერთო ფართობი 6,5 ჰექტარი იქნება.

კონტრაქტის მიხედვით, კომპანია „დაგმა“, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, ობიექტი ექსპლუატაციისთვის 2017 წლის სექტემბერში უნდა ჩააბაროს. პროექტის ღირებულება 16 მლნ ლარია.


ყველა ახალი ამბავი
0