დაახლოებით 900 დაღესტნელი სირიაში ბოევიკების მხარეს იბრძვის

© photo: Sputnik / Андрей Стенин / გადასვლა მედიაბანკშისიტუაცია სირიაში
სიტუაცია სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა ეს ადამიანი ფედერალურ ძებნაშია, განაცხადა რესპუბლიკის შს მინისტრმა აბდურაშიდ მაგომედოვმა.

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. დაახლოებით 900 დაღესტნელი სირიაში ბოევიკების მხარეს საბრძოლველად წავიდა, განაცხადა რესპუბლიკის შს მინისტრმა აბდურაშიდ მაგომედოვმა. 

„დღეისთვის სირიაში იატაკქვეშა ბანდფორმირებებში დაახლოებით 900 დაღესტნელი იმყოფება. ზოგიერთმა მათგანმა, ფსევდორელიგიური გრძნობებიდან გამომდინარე, შეგნებულად წაიყვანა თან ოჯახი, მცირეწლოვანი ბავშვები. ყველა ამ ადამიანზე ფედერალური ძებნაა გამოცხადებული“, — განაცხადა მაგომედვმა დაღესტნის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ბოლო წლებში რესპუბლიკაში გარკვეული სტაბილურობისა, სამართალდამცავებს დაღესტნურ იატაკქვეშა ბანდფორმირებებთან მუდმივად უწევთ დაპირისპირება.

„ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე სერიოზული იატაკქვეშა ბანდები მოქმედებენ. დაძაბულობის ძირითადი კერები ამჟამად სამხრეთ დაღესტანში, მთიან რაიონებშია“, — დასძინა მან.


ყველა ახალი ამბავი
0