საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშიპრეზიდენტის სასახლე აშხაბადში
პრეზიდენტის სასახლე აშხაბადში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშხაბადში გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის, ჩინეთის, ავღანეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის პრეზიდენტებთან გამართავს შეხვედრებს.

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აშხაბადში 11 დეკემბერს გაიმართება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძემ ხუთშაბათს, 10 დეკემბერს.

საქართველოს პრეზიდენტი კონფერენციაზე — “ნეიტრალიტეტის პოლიტიკა: საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის სახელით, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის” — სიტყვით გამოვა, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს შეეხება.

„საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე და მისი გეოპოლიტიკური როლის წამოწევა ძალიან აქტუალურია.  მნიშვნელოვანია, რომ ეს ხდებოდეს, როგორც დასავლეთის მიმართულებით, ასევე აღმოსავლეთის და აზიის მიმართულებით“, — აღნიშნა ფხალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს — მათ შორის თურქმენეთის, ჩინეთის, ავღანეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის პრეზიდენტებთან.

„ეს მეტად ნიშვნელოვანი შეხვედრებია რეგიონის ლიდერებთან, რომელიც საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის წარმოჩენას უკავშირდება“, —განაცხადა ფხალაძემ.


ყველა ახალი ამბავი
0