100 ათასზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი ტრამპისათვის ბრიტანეთში ჩასვლის აკრძალვას

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდ ბრიტანეთს შემოღებული ჰქონდა აკრძალვა ქვეყანაში შემოსვლაზე ბევრი პირის მიმართ მათი აგრესიული გამონათქვამების გამო. იგივე პრინციპები უნდა იქნეს გამოყენებული ყველას მიმართ“, - ნათქვამია კომენტარში ვებ-გვერდზე, სადაც პეტიციაზე ხმის მიცემა ხდება.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას იმაზე, რომ მუსულმანების მიმართ გამოთქმული მწვავე განცხადებების გამო,  დიდ ბრიტანეთში ჩასვლა აეკრძალოს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

დიდ ბრიტანეთს შემოღებული ჰქონდა აკრძალვა ქვეყანაში შემოსვლაზე ბევრი პირის მიმართ მათი აგრესიული გამონათქვამების გამო. იგივე პრინციპები უნდა იქნეს გამოყენებული ყველას მიმართ“, — ნათქვამია კომენტარში  ვებ-გვერდზე, სადაც პეტიციაზე ხმის მიცემა ხდება. 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპი მხარს უჭერს რუსეთის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტების დაბომბვას

როგორც ვებ-გვერდზეა აღნიშნული, „პარლამენტი განიხილავს ყველა პეტიციას, რომელიც 100 ათასზე მეტ ხელმოწერას ააგროვებს“.

მანამდე ტრამპი მოუწოდებდა აეკრძალათ მუსულმანებისათვის აშშ-ში ჩასვლა, რადგან ის ფიქრობდა, რომ ისინი „ვერ იტანენ ამერიკელებს“. აღნიშნული ინიციატივა ტრამპმა კალიფორნიაში იმ ტრაგიკული მოვლენების სემდგომ გააჟღერა, როცა ქალაქ სან ბერნანდინოში გასულ კვირას მუსულმანმა ცოლ-ქმარმა 14 ადამიანი ჩაცხრილა. ამ დროისატვის დონალდ ტრამპი ლიდერია აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის რესპუბლიკური პარტიიდან. სახელმწიფოს მეთაურის არცევნები აშშ-ში  2016 წლის ნოემბერში გაიმართება. 


ყველა ახალი ამბავი
0