თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კახაბერ ტყებუჩავა დააკავეს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების სახელით უკანონოდ სთავაზობდა მართვის მოწმობის აღებას, ამის შესახებ 9 დეკემბერს უწყების პრესსამსახური იტყობინება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ეჭვმიტანილმა მოატყუა ერთი მოქალაქე, თითქოს იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და დაეხმარება მას უგამოცდოდ მიიღოს მძღოლის მოწმობა. ამისათვის კახაბერ ტყებუჩავამ დაზარალებულს მოტყუებით გამოართვა 1200 დოლარი“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თაღლითობის მუხლით, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.