თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალების მიერ ჩამოგდებული სუ–24–ის საბორტო თვითჩამწერის გაშიფრვაში მონაწილეობის მისაღებად ბრიტანელი სპეციალისტები მოიწვია, იუწყება ოთხშაბათს კრემლის პრესსამსახური.
„დევიდ კემერონმა სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავის განადგურებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. ვლადიმირ პუტინმა სუ–24–ის საბორტო თვითჩამწერის გაშიფრვაში მონაწილეობის მისაღებად ბრიტანელი სპეციალისტები მოიწვია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
24 ნოემბერს თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალებმა რუსული ბომბდამშენი სუ–24 სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. პუტინმა ამ ფაქტს „ტერორისტების ხელშემწყობთა მხრიდან ზურგში დარტყმა“ უწოდა.