საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Rukkhyan / გადასვლა მედიაბანკშითბილისი აეროპორტი
თბილისი აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა უკრაინის მოქალაქე ალექსანდრე გ.–ის პირადი ჩხრეკისას 9,8928 გრ კანაფის ფისი და 186 აბი „ქსტაზი“ამოიღეს. მას 8–დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებმა უკრაინის მოქალაქე ალექსანდრე გ.–ის პირადი ჩხრეკისას  9,8928 გრ კანაფის ფისი და ნარკოტიკული საშუალება „ქსტაზის“ 186 აბი ამოიღეს, იუწყება შსს–ს პრესსამსახური ოთხშაბათს, 9 დეკემბერს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 9,8928 გრ კანაფის ფისი და 186 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 22,3744 გრ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს, ნათქვამია განცხადებაში.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ალექსანდრე გ.-ს ამფეტამინის, მეტამფეტამინის და მდმს-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით). 

უკრაინის მოქალაქეს 8–დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 


ყველა ახალი ამბავი
0