მედვედევი სუ–24–ზე განხორციელებულ შეტევაზე: ანკარამ ომის დაწყების საფუძველი მოგვცა

© photo: Sputnik / Ekaterina Shtukina / გადასვლა მედიაბანკშიდიმიტრი მედვედევი
დიმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამინდელ ვითარებაში ომი ყველაზე უარესია, რაც შეიძლება მოხდეს, ამიტომ რუსეთმა თურქეთის რუსულ სუ–24–ზე შეტევას სიმეტრიულად არ უპასუხა, განაცხადა რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დმიტრი მედვედევმა.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თურქეთმა, რუსულ სუ–24–ზე შეტევით, ომის დაწყების საფუძველი მოგვცა, თუმცა რუსეთის ხელისუფლება სიმეტრიულ პასუხზე არ წავიდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„ჩვენ გვესმის, რომ თურქეთთან დაკავშირებით რაც მოხდა, ეს სანქციები არ არის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს, თავისი არსით, ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვითი რეაქციაა. მას შემდეგ, რაც ჩვენი თვითმფრინავი გაანადგურეს,  ასეთ ვითარებაში, ჩვეულებრივ, როგორ იქცეოდნენ სახელმწიფოები ХХ საუკუნეში? იწყებოდა ომი, იმიტომ, რომ ეს უცხო სახელმწიფოზე პირდაპირი თავდასხმაა“, – განაცხადა მედვედევმა რუსულ ტელეარხებთან ინტერვიუში. 

„ბუნებრივია, ამჟამინდელ ვითარებაში ომი – ეს ყველაზე უარესია, რაც შეიძლება მოხდეს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სიმეტრიულად არ გვეპასუხა იმაზე, რაც თურქებმა ჩაიდინეს, მათ კი, რა თქმა უნდა, დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა, ჩვენი ქვეყნის მიმართ აგრესიული აქტი განახორციელეს, და როგორც საერთაშორისო სამართლებრივ ენაზეა მიღებული, casus belli–ს, ანუ საომარი მოქმედებების დაწყების საფუძველი მოგვცეს. რუსეთის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი, ამაზე არ წავიდა“, – აღნიშნა მან.

„მაგრამ ჩვენ მათთვის უნდა გვეჩვენებინა, რომ ამაზე პასუხს აგებენ. სწორედ ამიტომ, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილებები“, – განმარტა პრემიერმა. 


ყველა ახალი ამბავი
0