ჯონ კერი მომავალ კვირაში რუსეთს ეწვევა

© RIA Novostiჯონ კერი
ჯონ კერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარიზში ყოფნის დროს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლას აპირებს.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, სირიისა და უკრაინის საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, ის მომავალ კვირაში რუსეთს ეწვევა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესზე“ დაყრდნობით.

სააგენტოს ცნობით, პარიზში ყოფნის დროს ჯონ კერიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლას აპირებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში კერის აღნიშნული ვიზიტი, შესაძლოა, მეორე გახდეს. 


ყველა ახალი ამბავი
0