2015 წლის მესამე კვარტალში საწარმოთა ბრუნვა 8%-ით გაიზარდა

© https://www.facebook.com/economyprშუშის დამამზადებელი საწარმო
შუშის დამამზადებელი საწარმო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვმა 568 ათას 633 კაცი შეადგინა, რომელთა საშუალო ანაზღაურება 961,1 ლარია.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. 2015 წლის მესამე კვარტალში საწარმოთა საერთო ბრუნვამ 13,9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 8%-ით აღემატება 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს, იტყობინება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“,  ოფიციალურად დეკლარირებულ მონაცემებზე დაყრდნობით. 

საანგარიშო პერიოდში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულად ერთეულში 7,1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2%-ით მეტია 2015 წლის მეორე კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

საქართველოს მსხვილ საწარმოთა ბრუნვამ 11,3 მილიარდი ლარი — საქართველოს ბიზნეს სექტორის საერთო ბრუნვის 81,4% შეადგინა. აღნიშნულმა საწარმოებმა 5,7 მილიარდი ლარის პროდუქცია გამოუშვეს, რაც შექმნილი პროდუქციის საერთო მოცულობის 80,5%-ია. 

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში 9 თვის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ 2,7% შეადგინა

საშუალო საწარმოთა ბრუნვამ 1,2 მილიარდი ლარი შეადგინა — საქართველოს ბიზნეს სექტორის საერთო ბრუნვის 8,7%. ამ საწარმოებმა 676 მილიონი ლარის პროდუქცია გამოუშვეს, რაც შექმნილი პროდუქციის საერთო მოცულობის 9,5%-ია. 

წვრილ საწარმოთა ბრუნვამ 1,4 მილიარდი ლარი შეადგინა — საქართველოს ბიზნეს სექტორის საერთო ბრუნვის 9,9 %. ამ საწარმოებმა 709  მილიონი ლარის პროდუქცია გამოუშვეს, რაც შექმნილი პროდუქციის საერთო მოცულობის 10%-ია. 

საქართველოს საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვმა 568 ათას 633 კაცი შეადგინა, რომელთაგან 342 563 მსხვილ საწარმოებშია დასაქმებული, 93 815 საშუალო, ხოლო 132 255 წვრილ საწარმოებში. 

საქართველოს ბიზნეს-სექტორში საშუალო თვიური ანაზღაურება 961,1 ლარია, რაც 2%-ით აღემატება 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს. 


ყველა ახალი ამბავი
0