თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლები ტერორიზმის საკითხებზე მსჯელობენ

© facebook.com/mod.gov.geკონფერენცია
კონფერენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მიგრაციის, ტერორიზმის, ჰიბრიდული საფრთხისა და კიბერუსაფრთხოების საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს წვლილს მიმდინარე სამშვიდობო მისიებში.

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. მიგრაციის, ტერორიზმის, ჰიბრიდული საფრთხისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილმა სამდღიანმა კონფერენციამ მუშაობას შეუდგა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სამშაბათს, 8 დეკემბერს. 

ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ღებულობენ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა (Janos Herman) და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ და  გახსნეს. კონფერენციის მონაწილეთა წინაშე სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე წარდგა.

ევროკავშირის წარმომადგენლები ტერორიზმის საკითხებზე მსჯელობენ
ევროკავშირის წარმომადგენლები ტერორიზმის საკითხებზე მსჯელობენ - Sputnik საქართველო
ევროკავშირის წარმომადგენლები ტერორიზმის საკითხებზე მსჯელობენ

„უსაფრთხოება, კრიზისების მართვა ძალიან მწვავე საკითხია ევროპაშიც და მის მეზობელ სახელმწიფოებშიც. სასიამოვნოა, რომ ასეთი ტიპის მაღალი დონის კონფერენცია პირველად იმართება საქართველოში. საქართველო არა მხოლოდ ცოდნის მომხმარებელია, არამედ, მიმწოდებელიც. შესაბამისად, აქ წარმართული დიალოგი მისასალმებელია და, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებისათვის აუცილებლად გამოგვადგება,“ — აღნიშნა ანა დოლიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლები ტერორიზმის საკითხებზე მსჯელობენ
ევროკავშირის წარმომადგენლები ტერორიზმის საკითხებზე მსჯელობენ - Sputnik საქართველო
ევროკავშირის წარმომადგენლები ტერორიზმის საკითხებზე მსჯელობენ

აღნიშნული კონფერენცია საქართველო პირველად ტარდება. საერთაშორისო ფორუმი ქართული მხრიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ორგანიზებით ტარდება.თავის მხრივ, იანოშ ჰერმანმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მაღალი დონის კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს წვლილი მიმდინარე სამშვიდობო მისიებში.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0