კადრები მოსკოვის ცენტრში ავტობუსის გაჩერებაზე მომხდარი აფეთქების ადგილიდან

გამოწერა

მოსკოვის ცენტრში პოკროვკის ქუჩაზე 7 დეკემბერს საღამოს ავტობუსის გაჩერებაზე აფეთქება მოხდა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან.

აფეთქება პოკროვკის ქუჩის #19 სახლის მახლობლად საღამოს მოხდა. შედეგად დაზიანება მიიღო ოთხმა ადამიანმა, სამი მათგანი – 2 ქალი და მამაკაცი – სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სკიფოსოვსკის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

როგორც "რია ნოვოსტის" რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრეი გალიაკბეროვმა აცნობა, წინასწარი მონაცემებით, ავტობუსის გაჩერებაზე აფეთქების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მიმავალი მანქანიდან ან მრავალსართულიანი სახლიდან გადმოაგდეს.

შემთხვევის ადგილზე სპეციალისტი ტექნიკოსები მუშაობენ.

შემთხვევის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე "ხულიგნობის" მუხლით.

ყველა ახალი ამბავი
0