შსს-მ facebook-ის მომხმარებლების გვერდებზე უნებართვო შეღწევის ფაქტები გახსნა

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნულ ფაილებში აღმოჩენილია facebook-ის 1010 მომხმარებელის სახელი და პაროლი. უკანონოდ მოპოვებული მონაცემების გამოყენებით, ვასილ ქ. უნებართვოდ აღწევდა სოციალური ქსელის მომხმარებელთა გვერდებზე და აღნიშნულ მომხმარებლებს მის მიერ სპეციალურად, რეკლამების განთავსების მიზნით შექმნილ ჯგუფში უნებართვოდ ამატებდა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და facebook-ის  სხვადასხვა მომხმარებლის პროფილებზე უკანონო შეღწევის ფაქტზე ორი პირი — ვასილ ქ. და რაინდი კ. დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში სამშაბათს, 8 დეკემბერს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1992 წელს დაბადებულმა ვასილ ქ.–მ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და სხვისი კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების მიზნით, facebook —ის ავტორიზაციის მსგავსი ვებგვერდი დაამზადა დომეინით – htt://facebook-photos.ga/gggg44. 

უწყების განმარტებით, ვასილ ქ. facebook-ზე სხვადასხვა სახის პოსტებს ათავსებდა. მომხმარებელს კი, პოსტით დაინტერესების შემთხვევაში, ხელახალი ავტორიზაცია უნდა გაევლო და ამ დროს მისი მონაცემები ვასილ ქ.-ს მიერ ვებჰოსტინგზე სპეციალურად შექმნილ ფაილებში იგზავნებოდა. 

„აღნიშნულ ფაილებში აღმოჩენილია სოციალურ ქსელ facebook-ის 1010 მომხმარებელის სახელი და პაროლი. უკანონოდ მოპოვებული, ზემოხსენებული მონაცემების გამოყენებით, ვასილ ქ. უნებართვოდ აღწევდა სოციალური ქსელ facebook-ის მომხმარებელთა გვერდებზე და აღნიშნულ მომხმარებლებს მის მიერ სპეციალურად, რეკლამების განთავსების მიზნით შექმნილ ჯგუფში უნებართვოდ ამატებდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, გამოძიებამ დაადგინა, რომ რაინდი კ-მ., სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა, შეაღწია და დაშვების პაროლები შეუცვალა „facebook.com“-ის მომხმარებლებს. „შემდეგ აღნიშნული მომხმარებლების სახელით, მათი პროფილებიდან რეკლამებს პოსტავდა, რაშიც რეკლამის დამკვეთისაგან ანაზღაურებას იღებდა“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი, 158-ე მუხლის 1-ლი და 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0